სეულში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით მომიტინგე შეიკრიბა

06 იან 2025

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.   სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დროშებით  ხელში მომიტინგეები იოლის   დაკავების ორდერის ვადის ამოწურვის მოახლოების გამო შეიკრიბნენ.

სამხრეთ კორეელი გამომძიებლები იუნის დაკავების ორდერის ვადის გაგრძელებას შეეცდებიან - განაცხადა პრეზიდენტის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ პოლიციას მიმართა აღასრულოს იოლის დაკავების განკარგულება.

სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოს მას შემდეგ მიმართა,  რაც 3 იანვარს ორდერის შესრულების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და გამომძიებლებს იუნთან მიახლოების სასუალება არ მისცა.

იუნ სუკ იუნის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 3 დეკემბრის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაწყებული სახალხო მღელვარების გამო აღიძრა, რომელმაც შოკში ჩააგდო სამხრეთ კორეის მოსახლეობა და სასამართლომ ქვეყნის ისტორიაში  პირველად გამოსცა დაპატიმრების ორდერი  მოქმედი პრეზიდენტისთვის.