სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს

06 იან 2025

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას სახელზე ამერიკელი სენატორის, ჯო უილსონის მიერ გაგზავნილ წერილს აზიარებს და თავადაც მიმართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას.

„ეს არის საერთო შეშფოთების საგანი საქართველოს ყველა - ევროპელი და ამერიკელი პარტნიორისთვის, რომლებიც ზრუნავენ სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ერთადერთი საშუალება კი ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - წერს ზურაბიშვილი.