კანადის პრემიერ-მინიტრი ჯასტინ ტრიუდო შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს 

06 იან 2025

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რომ გადადგება ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობიდან - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით დასავლური მედია წერს.  

გაურკვეველი რჩება, დატოვებს თუ არა ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტს თუ დარჩება ამ თანამდებობაზე ახალი ლიდერის არჩევამდე.

ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.