გერმანიის და საფრანგეთის მთავარმა დიპლომატებმა სირიაში ცნობილი ციხე მოინახულეს

07 იან 2025

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის ყველაზე ცნობილი ციხე   სედნაიას კომპლექსი მოინახულეს. 

ანალენა ბერბოკი და  ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის პირველი მინისტრები არიან, რომლებიც სირიას ეწვივნენ მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ამბოხებულებმა დამასკო აიღეს და აიძულეს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე  სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნიდან გაქცეულიყო.

გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ მათ სურთ სირიასთან ახალი ურთიერთობების დამყარება და ქვეყნის დროებით მთავრობას  მშვიდობიანი ტრანსფორმაციისკენ მოუწოდეს.