საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს დღეს უყრიან

21 აპრ 2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს დღეს უყრიან. "ევროპული საქართველოს " ინიციატივას, პლებისციტის ჩატარების შესახებ,  ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი.

საკონსტიტუციო კომისიაში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მმართველ გუნდს შორის დავის მიზეზი: ქორწინების შესახებ ჩანაწერი, მანდატების განაწილება, 5-პროცენტიანი ბარიერი, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის ადგილმდებარეობა და საარჩევნო სისტემის საკითხები გახდა.კომისიის  მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს მომავალი კვირიდან წარედგინებათ