უკრაინაზე რუსეთმა დრონებით თავდასხმა განახორციელა

08 იან 2025

უკრაინის საჰაერო ძალებმა 41 რუსული დრონი გაანეიტრალეს. დრონების ნამსხვრევები კიევის რეგიონში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, რამაც დააზიანა სახლის ფასადი და ფანჯრები.
მსხვერპლი არ არის- ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 64 დრონი გაუშვა, რომელთაგან 41 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 22 გაუჩინარდა, მათგან 3 რუსეთის და 1 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.