13 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

09 იან 2025

რუსული მართვადი ბომბის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიეში 13 ადამიანი ემსხვერპლა და 29 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სამრეწველო ობიექტი და სხვა ინფრასტრუქტურა. რაკეტის ნამსხვრევები ტრამვაის და ავტობუსს დაეცა, რომელშიც მგზავრები იყვნენ.