ღონისძიებები პეტრას ციხეზე

21 აპრ 2017

პეტრას ციხეზე „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  

მოეწყო რამდენიმე აქტივობა. სკოლის მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი „ვეფხისტყაოსანის“ გადაწერაში გაიმართა, ასევე თეატრალურმა კლუბმა „სხვენი“ პოემის მიხედვით ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინა. მოწვეულმა სტუმრებმა და მოსწავლეებმა პოემიდან  ამონარიდები  წაიკითხეს.