ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

09 იან 2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.