ავტოავარია ბათუმში

21 აპრ 2017

პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლით აღიძრა რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.