''ბათუმის წყალი'' მუშაობის  საგანგებო  რეჟიმზე  გადავიდა

21 აპრ 2017

რეგიონში მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, სპეცტექნიკა ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებს უწყვეტ რეჟიმში წმენდს. ამის შესახებ ინფომრაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

სინოპტიკოსები დღეს 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ, დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ხვალ, დილის საათებში  გამოიდარებს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ამინდი ისევ გაუარესდება, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი. მაღალმთაინ აჭარაში სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ.