ბათუმში დაკავებული ქალები გაათავისუფლეს

11 იან 2025

ბათუმში აქციაზე დაკავებული ქალები, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გათავისუფლებულებს შორის არიან გამოცემა "ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი და აქტივისტი, ციალა ქათამიძე.

აქციის 10 მონაწილე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე, დღეს საღამოს დააკავეს.

ბათუმის სამმართველოსთან, კვლავ, რჩებიან მოქალაქეები.