სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაკავებულები მოინახულეს

12 იან 2025

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად იმყოფებოდნენ.  სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სადაც ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი  შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და რეაგირებას  მოახდენს.