ბათუმში მიმდინარე აქციაზე, დღეს, 7 პირი დააკავეს

12 იან 2025

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, დღეს, 7 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: გიორგი კირთაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა, ელენე ხოშტარია, გურამ მურვანიძე.

დაკავებებს წინ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ხმაური აქტივისტების მიერ, გაფიცვის მოწოდების სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.