ბრაზილიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

13 იან 2025

შვიდი ადამიანი იმსხვერპლა  ძლიერმა მეწყერმა  ბრაზილიაში. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი მინას-ჟერაის შტატში ჩამოწვა. სტიქიის რეგიონში ერთ საათში 80 მილიმეტრიანი ნალექი მოვიდა, რომელმაც თავის მხრივ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.  

ფართომასშტაბიანი წყალდიდობისა და მეწყრის გამო შტატში 180 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა  გამოცხადდა. სტიქიის რაიონში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მაშველები მეწყრის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ.  უსახლკაროდ დარჩენილებითვის დროებითი თავშესაფრები მოეწყო.