„ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ“ - შალვა პაპუაშვილის განცხადება 

13 იან 2025

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა'' - დაწერა პაპუაშვილმა.