უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

14 იან 2025

დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ქალაქ ყაზანში, რის შედეგადაც  ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონი არა თავად ქარხანას, არამედ თხევადი აირის საწყობს მოხვდა.

კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, „ყაზან ორგსინტეზი“ რუსეთის ქიმიური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა. იგი აწარმოებს ეთილენის პოლიმერებს, პოლიკარბონატებს, ეთანოლამინებს და ა.შ. რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო 5-მდე ქალაქის აეროპორტები დროებით დაიხურა.