მედიასაშუალებების ნაწილი მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით გაიფიცა

14 იან 2025

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს. 

ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი. მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“, „კავკასია“ და „პალიტრამედია“, "TV 25".