არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს განცხადება 

16 იან 2025

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება - განაცხადეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში.  

თუმცა აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თქვეს ის, რომ  სამართალდამცველები   მომხდარს სწავლობენ, რაშიც საელჩოს ინფორმაციითვე ჩართულები არიან ინციდენტში მონაწილე პირები.

შეგახსნებთ, 3  დღის წინ აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.