აქციაზე დაკავებულებმა სენაკის იზოლატორი დატოვეს

17 იან 2025

სენაკის იზოლატორი 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვეს ვაჟა დარჩიამ, მალხაზ ირემაძემ და გოდერძი ფრანგიშვილმა.   

სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლდა ასევე 5 დღიანი პატიმრობიდან სტუდენტი მათე ცენტერაძეც. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები იმ დროს, როცა ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ.