ტრამპის ინაუგურაციას ''ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაესწრებიან

17 იან 2025

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც დაესწრებიან. კოალიციის ინფორმაციით, შტატებში მყოფი პარტიული ლიდერები ღონისძიებაზე კონგრესმენებმა მიიპატიჟეს.

“ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართეს.

კოალიციის ინფორმაციით,  პოლიტიკოსებმა შეხვედრა გამართეს IRI-ს სათავო ოფისშიც.