შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული ურთიერთობისთვის - საქართველოში საფრანგეთის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს

18 იან 2025

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში. წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის. Bienvenue à Paris“, – წერს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.