ძლიერი ქარი ბათუმში

22 აპრ 2017

სტიქიას ებრძვის მოსახლეობა რეგიონში.  ძლიერმა ქარმა  რამდენიმე საცხოვრებელ სახლს  პრობლემა შეუქმნა,  ერთ-ერთ მოსაცდელზე კი მინები ჩაიმსხვრა. ასევე ბუნებრივი აირის მილს დაეცა ხე.  პრობლემურ უბნებში მიმდინარეობს  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.  ათეულობით ზარი შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.