ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია

19 იან 2025

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.