ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ჯერ არ ამოქმედებულა

19 იან 2025

ისრაელის პრემიერ მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, არ დაიწყება ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 8:30-ზე უნდა ამოქმედებულიყო. თავის მხრივ, „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიის მიწოდება ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხერხდა. დაჯგუფება ადასტურებს თავის ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიმართ.