ბათუმელმა ძიუდოისტმა საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 იან 2025

17-19 იანვარს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ბათუმელმა ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელმა ჯუდოკამ ბრინჯაოს მედალი 2024 წლის ევროპის თასზეც მოიგო.