თურქეთში, ბათუმის ''დინამო'' დღეს პირველ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ოლექსანდრიასთან გამართავს

20 იან 2025

თურქეთში შეკრებაზე მყოფი ბათუმის დინამო დღეს პირველ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ოლექსანდრიასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელები საწვრთნელ შეკრებაზე 8 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

ბათუმის დინამოსა და ოლექსანდრიას მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.