დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები - ირაკლი კობახიძე

21 იან 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.