ბათუმელმა ჯუდოკამ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის თასისთვის ემზადება

21 იან 2025

ბათუმელმა ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ერთ თვეში ანტალიაში გასამართი ევროპის თასისთვის ემზადება, სადაც შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

17-19 იანვარს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 18-წლამდელ ჭაბუკთა შორის.

30 იანვრიდან  საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა, ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის 15-მდე გოგონა და ვაჟი იასპარეზებს.