დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - პოლიტიკური შეფასებები

21 იან 2025

ამერიკას მართავენ ინსტიტუციები და მისთვის მნიშვნელოვაი ეროვნული ინტერესები - ტრამპის გზავნილებიდან სწორედ ამას უსვამს ხაზს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი.

აცხადებენ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობაა ამერიკის მთავარი პრიორიტეტი.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია,  რომ  თეთრი  სახლის ძველი ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება, რაც  მათი თქმით,  გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვაზე.