საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები

22 იან 2025

ევროპარლამენტარებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი გზავნილები და ამის შემდგომი ნაბიჯები სანქციები იქნება - მიაჩნია ოპოზიციის ნაწილს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ ზომები სხვადასხვა მიმართულებით გატარდება.  

პარლამენტში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ამ მოწვევაში გაცილებით მეტი ევროპარლამენტარია, ვინც საქართველოსთან მიმართებაში სწორ განცხადებებს აკეთებს.