ლოს-ანჯელესში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

23 იან 2025

ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთში. ცეცხლი   სწრაფად გავრცელდა 9 ათას 400 ჰექტარ  ფართობზე. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს  ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. 31 ათასზე მეტმა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო. სამხრეთ კალიფორნიის უმეტესი ნაწილი განგაშის წითელი დონის ქვეშ დარჩა.