საკონსტიტუციო ცვლილებების მოდელს ვენეციის კომისია გაეცნობა

23 აპრ 2017

საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებს გააცნობს. საუბარი შეეხება  საქართველოს სისტემურ რეფორმებსაც. ოპოზიცია გეგმავს კომისიას საკანონმდებლო კუთხით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე ესაუბროს.