24 იან 2025
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ მატჩებს მართავს. დღეს ზღვისპირელები პოლონურ „მოტორ ლუბლინს“ დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უკრაინულ „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „დინამოსა“ და „მოტორ ლუბლინის“ მატჩი თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.