თურქეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

25 იან 2025

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი. 

შემთხვევა თურქეთის ქალაქ კონიაში, სელჩუკლუს რაიონში მოხდა.

მაშველებმა შენობაში მყოფი ხუთი ადამიანიდან სამის გამოყვანა შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფი ხუთი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. 

ნგრევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, ოთხი ადამიანია დაკავებული.