უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება

25 იან 2025

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე კაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს უახლოეს დღეებში შეიტანს.

კონტრაქტის ნებაყოფლობითი გაფორმება, ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას მოიცავს.