პაკისტანში თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა აფეთქდა

27 იან 2025

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა პაკისტანის მულტანის რეგიონში თხევადი გაზის  ავტოცისტერნის  აფეთქების შედეგად-ინფორმაციას   ადგილობრივი მედია ავრცელებს.  აფეთქებამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი.  

ადგილობრივი ტელეარხები ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებენ.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. ავტოცისტერნის აფეთქების მიზეზი უცნობია.