პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო

27 იან 2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმის მასალებს გაეცნობა ადვოკატი. საუბარია 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში მომხდარ ინციდენტზე,  ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას "ქართული ოცნების"  წევრებს ედავებიან.  

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.