ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა

27 იან 2025

ორი ბავშვი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. 17 მიგრანტი გადაარჩინა გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სი პანკსმა. შემთხვევა მალტის სამძებრო-სამაშველო რაიონში მოხდა.

მალტის სამაშველო ვერტმფრენმა ორსული ქალი და მძიმედ დაშავებული მამაკაცის ევაკუაციაც შეძლო.  

მიგრანტთა თქმით,  ნავში 21 ადამიანი იმყოფებოდა. ორი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.