27 იან 2025
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ წინასწარი შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით თავისი 31-წლიანი მმართველობა გაიხანგრძლივა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, კვირას გამართულ არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 86,8% მიიღო.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, რადგან დამოუკიდებელი მედია აკრძალულია ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში და ყველა წამყვანი ოპოზიციური ფიგურა გისოსებს მიღმა გაგზავნეს ან იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.