ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

27 იან 2025

ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე კეთდება კომენტარები. სხვდასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ  საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება.