ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა-1-ის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს 

29 იან 2025

„პარი სენ-ჟერმენში“ გადასული ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა სადებიუტო მატჩის შემდეგ მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული გრანდის ვარსკვლავი ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე - გულშემატკივრებმა.

კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენში“ „რეიმსთან“ ჩაატარა და პირველივე მატჩში კარგი თამაშის გარდა საგოლე პასითაც გამოირჩა.

პარიზელები მომდევნო შეხვედრას დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ. მაგრამ ჯერ ხვიჩა საევროპო განაცხადში არაა და თამაშს გამოტოვებს.