ანა ნაცვლიშვილის მიმართვა გენერალურ პროკურორს

29 იან 2025

კოალიცია ძლიერი საქართველო გენერალურ პროკურორს მიმართავს და მზია ამაღლობელის  ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს.

ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მედიამენეჯერი არის უკანონოდ დაკავებული და წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე აბსურდულია.

ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.