მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-19 დღე - ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

30 იან 2025

„მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მედიამენეჯერის მიზანი იყო დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. განაცხადა, რომ ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი მე-19 დღეა პატიმრობაშია და დაკავების დღიდან ის პროტესტის ნიშნად შიმშილს განაგრძობს.