აჭარის ნაკრების ტრიუმფი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე 

30 იან 2025

გორში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის. წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 13 მედალი მოიპოვა.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ბესო მახარაძემ, რომეო ბერიძემ, ანრი თავართქილაძემ, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა გაბისონიამ.

ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: გიორგი კოჩალიძე, ანრი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე და იაგო გობაძე. საბა სურმანიძე, რატი ხოზრევანიძე, ლუკა კოჩალიძე, ალექსანდრე ვანაძე და ლუკა შავაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

აჭარის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.