“ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს - შეფასებები

30 იან 2025

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ  მიღებული რეზოლუცია დარტყმაა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე.

მათი თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არ იყო უბრალო პროტესტი მათი მხრიდან, არამედ ეს იყო რეზოლუციის გამო აღშფოთებული ხელისუფლების ნაბიჯი.