ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში - არის მსხვერპლი 

31 იან 2025

სამხრეთ სუდანში სამგზავრო თვითმფრინავმა ავარია განიცადა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი ნავთობის საბადო იუნიტიდან გაფრენისას ჩამოვარდა, გადარჩა ეკიპაჟის მხოლოდ 1 წევრი. უცხოური მედიის ცნობით, დაიღუპა ორივე მფრინავი, ფაქტზე კი დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, უკანასკნელ წლებში სამხრეთ სუდანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა, 2018 წელს სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად.