''ევროპული გაზაფხულის ხმები''

24 აპრ 2017, 20:00

0
გაზიარება:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში უნგრელი კომპოზიტორის, იმრე კალმანის ოპერეტა ''ჩარდაშის დედოფალი'' შესრულდა, რომელშიც უნგრეთის მუსიკალური თეატრის სოლისტები, უნგრეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და ბუდაპეშტის ცეკვის სახელმწიფო აკადემიის კორდებალეტი მონაწილეობდნენ.

წარმოდგენა ფესტივალის - „ევროპული გაზაფხულის ხმები“ ფარგლებში დაიდგა. ფესტივალს  დღეს  შოტლანდიური ჯგუფი „ნაზარეთი“ დახურავს.