სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

01 თებ 2025

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

დადგენილებას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.