ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

24 აპრ 2017

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პირველი მაისიდან ამოქმედდება. პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები ასე განისაზღვრა: მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ: ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

პროგრამის   ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე,  ყველა ჯგუფი დარჩება  ც ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.